კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს 
20-03-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, იმართება როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე და მრავალმხრივ განვითარებაზე აისახება. 

მათ შორის, კაცხის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედის დღე გაზაფხულის პირველი დღესასწაულია“.

ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა და დედებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა. 

ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა მშობლებს, პედაგოგებს, ქალბატონებს მიულოცა ეს ლამაზი დღე და უსურვა ბედნიერი მომავალი.

მოსწავლეებმა კი დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს, დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და მშობლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203