
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია, ნარჩენების გადამუშავების დღესთან დაკავშირებით განხორციელებული სასკოლო პროექტი, რომლის რომლის მიზანიც იყო სასკოლო თემში ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მდგრადი მართვა. მოსწავლეებმა ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს და გადაჭრის გზები დასახეს.
ბავშვებმა საზოგადოებას გარემოს დაცვისა და მოფრთხილებისკენ მოუწოდეს და ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა შეახსენეს.
პროექტს პედაგოგები - მარინა ჩეჩელაშვილი და გულნაზი ქამხაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: