წყალტუბოს N4 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის ნარჩენების გადამუშავების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
20-03-2024

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ლილე ჩხაბერიძემ და ლიზი კეთილაძემ მე-6 კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაციები.

მათ უმცროს მეგობრებს გააცნეს, რას გულისხმობს ნარჩენების გადამუშავება, რა პროცესებს მოიცავს იგი და რისი გადამუშავებაა შესაძლებელი. აუხსნეს, რომ გარკვეული ნარჩენები სხვადასხვა ფიზიკური ან ქიმიური პროცედურების გავლით მეორად ნივთიერებებად გადაიქცევა და ისევ ხდება წარმოების პროცესში მათი ჩართვა. ასევე, მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი ნარჩენების გადამუშავების შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. დასვეს კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აქტივობას ბიოლოგიის პედაგოგი ნ. შვანგირაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203