„დისციპლინა ნიშნავს ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას“ - დილითის საჯარო სკოლის დირექტორი ტიგრან სარუხანიანი
20-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის დირექტორ ტიგრან სარუხანიანისთვის მოსწავლის აზრის მოსმენა, მისი პატივისცემა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ბავშვები მის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ხელმძღვანელი ასევე დიდ ყურადღებას აქცევს სკოლაში, ეფექტური სასწავლო გარემოშე შექმნას, რომელიც თითოეულ მოსწავლის საჭიროებებზე იქნება მორგებული. 

დირექტორი ტიგრან სარუხანიანი etaloni-ge- ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ტოლერანტობა, მოსწავლეთა აზრის პატივისცემა, თავდაჯერებულობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ქცევის წესების დაცვასა და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე

- „ბავშვებო, ყურადღებით მოვისმინოთ“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ვისწავლიდი კარგად.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები:

- თავდაჯერებული, ტოლერანტი და კეთილი მასწავლებელი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეთა აკადემიური წარმატება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203