ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლე სასწავლო-შემოქმედებით კონფერეციაში მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდა
28-05-2018
ლაცორიის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თამუნა სილაგაძე თბილისში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერეციაში მონაწილეობდა. თამუნა სილაგაძემ ქართული ენის სექციაში თემა - „ლეჩხუმური დიალექტი და მისი ენობრივი ანალიზი“ წარადგინა.
სკოლის აღსაზრდელმა 183 ქულა მოაგროვა და სიგელით და ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდა.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.