სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კურსდამთავრებულმა სტუდენტური ცხოვრება და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო 
20-03-2024

იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავლის გააზრებულად დაგეგმვა შეძლონ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

29 თებერვალს, სკოლას ყოფილი მოსწავლე და ახლა უკვე სტუდენტი - ომარ გუსეინოვი ეწვია, რომელმაც, სტუდენტური პროექტის - „თსუ დესპანის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა სკოლის უფროსკლასელ (IX, X, XI, XII) მოსწავლეებთან.

პროექტის მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიებისა და ასევე სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

„ეს მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ახლა უფრო უკეთ დაგეგმავენ მომავალს და გაუადვილდებათ პროფესიული არჩევანის გაკეთება“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც უფროსკლასელებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში აქტიურად ეხმარებიან.

სავანეთის საჯარო სკოლის საზოგადოება და დირექტორი ინგა მიქელაძე მადლობას უხდიან საინტერესო შეხვედრისთვის კურსდამთავრებულს - ომარ გუსეინოვს და უამრავ წარმატებას უსურვებს მას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203