ახალსოფლის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
22-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ერთობამ“, ისტორიის კლუბ მემატიანესთან ერთად, რომლის ხელმძღვანელი მალხაზ ნაგერვაძე გახლავთ, ჩაატარა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.
კითხვები უკავშირდებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.
თამაშში მონაწილეობდნენ მეშვიდე-მეცხრე კლასების ინტელექტუალური გუნდები. თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამარჯვებული გუნდები სკოლის დირექტორმა - ტარიელ მიქელაძემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს