
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლის - თომა შარაძის წარმატებას აღნიშნავენ.
მოსწავლემ მკლავჭიდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა.
მუნიციპალური პირველობა სასპორტო სკოლაში გაიმართა.
შეჯიბრში 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები წონითი კატეგორიების მიხედვით, მედლებით თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: