
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოწაფეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ, საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებენ.
აღსანიშნავია, მე-9 კლასის მოსწავლე საბა დიასამიძის და მე-7 კლასელი სულხან დიასამიძის წარმატება. მოსწავლეებმა izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი გაიარეს საამაყოდ და ოქროს დიპლომებიც მიენიჭათ.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისაგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: