წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა
19-03-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა π რიცხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

ეს დღე შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა მათემატიკის კათედრაზე.

მათემატიკის კლუბის - „უსასრულობა“, წევრებმა: ბარბარე დანგაძემ და ერეკლე მეშველიანმა (მე-6 კლასის მოსწავლეები) წარმოადგინეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია. 

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას გააცნეს მათემატიკის საერთაშორისო დღის დაწესების ისტორია, - π რიცხვის მნიშვნელობა, მისი გამოთვლის ხერხები და ამ რიცხვის შთაგონებით შექმნილი შედევრები: მონუმენტი, მხატვრული ფილმი, მუსიკა და სხვა.

საინფორმაციო შეხვედრა შეაჯამა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა π რიცხვის სიმბოლური კავშირი ცხოვრებასთან და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შინაარსობრივად საინტერესო პრეზენტაციისთვის. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კლუბის კურატორის, მათემატიკის მასწავლებლის მანანა წულაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203