ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, თვითმმართველობისა და კინოკლუბ - „სავანეს“ ორგანიზებით ფილმის- „სხვისი შვილები“ ჩვენება გაიმართა. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.
შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა მშობლების შვილებთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და სწორი აღზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათ აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„სხვისი შვილები“ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1958 წლის მხატვრული ფილმია. ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო 1954 წელს გაზეთში დაბეჭდილი ნარკვევი, სადაც ავტორი - ნინა ალექსანდროვა ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მომხდარ ამბავს აღწერდა - როგორი დედობრივი მზრუნველობით ზრდიდა მეუღლისაგან მიტოვებული ქალი გერებს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: