„შენი თვალებით ვხედავ სამყაროს“- წარმტაცი ღონისძიება ლაჯანის საჯარო სკოლაში
19-03-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „შენი თვალებით ვხედავ სამყაროს“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული მონდომებით, სიყვარულითა და ინტერესით ჩაერთო. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და ცხოვრებაში დედის როლის შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. აუცილებლად აღსანიშნავია საზეიმოდ მორთული გარემო, რაც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203