„ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“ - მხატვრულ-ლიტერატურული ღონისძიება ქუთაისის N40 სკოლაში 
20-03-2024
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

26 თებერვალს, სკოლის V კლასში ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული ღონისძიება სახელწოდებით - „ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მიეძღვნა ყველაზე თბილსა და საფერებელ თემას - დედაშვილობას, მის არსსა და მნიშვნელობას სამყაროში. ეს უხილავი ძაფი თუ ბმა, რომელიც დედასა და შვილს შორის არსებობს, ჩაუშლელი და ჩაურღვეველია უფლის ძალითა და მადლით. ეს ყველაზე ძლიერი ურთიერთობაა, რაც დედამიწაზე არსებობს, რომელსაც ვერ ერევა ვერაფერი.

მოსწავლეები ღირსეულად წარდგნენ მაყურებლების წინაშე, დაღვარეს უსაზღვრო სიყვარული დედების მიმართ და გამოხატეს მადლიერება იმ ნათენები ღამეებისთვის, იმ ნაფერები წუთებისთვის, რომლებიც უხვად ჰქონდათ მშობლებს, მათი აღზრდის პროცესში.

„ღონისძიებამ ჩაიარა სითბოთი და სიყვარულით სავსე გარემოში, დაიღვარა ბედნიერების, მადლიერების, მონატრებისა და სიხარულის ცრემლიც. მოწვეულმა სტუმრებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება თემის მიმართ, შეაფასეს მოსწავლეთა მიერ გათამაშებული როლები, მათი გულწრფელობა და მონდომება. გვისურვეს წარმატება“,- გვიყვებიან სკოლაში. 

V კლასის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მაია ნიკოლაძე, მადლობას უხდის სკოლის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო ვარდოსანიძეს, კლასის ხელმძღვანელს, ქალბატონ თამთა გაჩეჩილაძეს, მოსწავლეთა მშობლებსა და მობრძანებულ სტუმრებს გვერდით დგომისა და ყურადღებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203