ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა ბაგრატის ტაძარის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა შეისწავლეს და მისი პოპულარიზაციის გზები შეიმუშავეს
20-03-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მოტივაციით გამოირჩევა, რაც მოზარდების სწავლის ხარისხზე აისახება. 

22 თებერვალს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი დიანა ზურებიანი) მოაწყვეს მათ მიერ განხორციელებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტის - „ბაგრატის ტაძარი“ პრეზენტაცია. (მასწავლებელი: ია კლდიაშვილი).

პროექტი მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის ერთი რომელიმე კონკრეტული ძეგლის შესწავლასა და კვლევას, მისი პოპულარიზაციის გზების შემუშავებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ია ჩინძალაძე, კლასის დამრიგებელი დიანა ზურებიანი, გეოგრაფიის მასწავლებელი შორენა კოხრეიძე, ისტორიის მასწავლებელი ვახტანგ შარადენიძე, სკოლის ბიბლიოთეკარი დარეჯან გედენიძე და სკოლის მენეჯერი მარი ივანიძე.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის სახელწოდება და მიზანი, წარუდგინეს პროექტზე მუშაობის გეგმა და აქტივობები, ფოტო და ვიდეომასალის ჩვენებით, ესეების სახით წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული ტაძრის ისტორია, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე შესრულებული ფლაერი, გამოფინეს მათ მიერ შექმნილი ესკიზები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საგნის მასწავლებელმა შეაჯამა მოსწავლეთა მუშაობა და შემდგომი პროექტის განხორციელებისას ასევე წარმატებები უსურვა. 

დირექტორის მოადგილემ - ია ჩინჩალაძემ შეაფასა პროექტი, მასწავლებლისა და მოსწავლეთა გაწეული შრობა და მოუწოდა მოსწავლეებს აქტიურად იმუშაონ ახალ პროექტზე.

მოსწავლეებს მომავალი პროექტის განხორციელებისას წარმატებები უსურვეს მასწავლებლებმა - შ. კოხრეიძემ და ვ , შარადენიძემ. ბიბლიოთეკარმა დ. გედენიძემ

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203