როდიონოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ფიროსმანს კედლის გაზეთი და სტენდი მიუძღვნეს
28-05-2018
როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წრის წევრებმა ცნობილ მხატვარს, ნიკო ფიროსმანს სპეციალური კედლის გაზეთი_ „ფიროსმანის შემოქმედება“ მიუძღვნეს.
ამავდროულად, მოსწავლეებმა სტენდი დაამზადეს, სადაც ფიროსმანის შედევრებია წარმოდგენილი.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.