ქვემო მახოს საჯარო სკოლის პირველკლასელი ილია საფარიძე მხატვრული კითხვის კონკურსზე წარმატებით წარდგა
19-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ საინტერესო ინიციატივებში და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, ფართო საზოგადოების წინაშე  პირველკლასელი ილია საფარიძე წარდგა და დამსწრე საზოგადოებას ლექსები მხატვრულად, ემოციურად წაუკითხა.

მხატვრული კითხვის კონკურსზე ილია მასწავლებელს, ქეთი აბულაძეს ჰყავდა წაყვანილი.

 მოსწავლეს წინსვლას უსურვებენ და წარმატებულ გამოსვლას ულოცავენ.

„კიდევ ერთი წარმატებული დღე. წინსვლა და წარმატებები გქონოდეს ჩემო ჭკვიანო ბიჭო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203