ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დოკუმენტური ფილმი - „ჩერნობილი“ ნახეს
19-03-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე, ცოდნის გაღარმავებასა და ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ისინი მოსწავლეებს გამორჩეულ აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, ეკოკლუბის წევრებმა ხელმძღვანელის - ქიმიის მასწავლებელ ნინო ქორიძის თაოსნობით, დოკუმენტური ფილმი „ჩერნობილი“ ნახეს.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ჩვენების შემდეგ კი ისაუბრეს თემაზე - „ჩერნობილი - ეკოლოგიური კატასტროფა“. მათ შეკითხვებს წრის ხელმძღვანელმა უპასუხა.
შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.