ქვემო ახალშენის საჯარო სკოლასთან არსებული თეატრალური დასი - „მთიები“ მაყურებლის წინაშე საინტერესო სპექტაკლით წარდგა
19-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომელებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ.

ამჯერად, ქვემო ახალშენის საჯარო სკოლასთან არსებული თეატრალური დასი - „მთიები“ (ხელმძღვანელი: ი. მელაძე) პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე სპექტაკლით - „დადიანის ასული და მათხოვარი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზღვა ემოციებით დატვირთულმა დღემ პატარა მსახიობებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვიეს და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

„მადლობა ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ დირექტორს, მიხეილ გაბაიძესა და სამხატვრო ხელმძღვანელს - პეტრე ჩარგეიშვილს, ამ მშვენიერი დღისათვის. მრავალი წარმატებული სპექტაკლი და ანშლაგი დარბაზში ჩვენს თეატრალურ დასს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203