„დედა ღვთაებაა სულისა“- წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ლამაზი ღონისძიება
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და გამორჩეული აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, მასწავლებელ ნ. შეყილაძის სადამრიგებლო - მე-3ა კლასში პედაგოგმა მზია შავგულიძემ დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა. მისი თემა იყო „დედა ღვთაებაა სულისა“.
მოსწავლეებმა თავიანთ დედებსა და პედაგოგებს 3 მარტი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს. უსურვეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. პატარები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და საყვარელი ადამიანების გულები გაახარეს.
ღონისძიების ბოლოს კი, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ყვავილებით დაასაჩუქრეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: