ქედქედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი საჩუქარი დედებს 
19-03-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი სახის ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - 3 და 8 მარტს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს ლექსები, ყვავილები, მისალოცი ბარათები მიუძღვნეს და ისინი სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით დაახასიათეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მშობლებს მათ ცხოვრებაში.

სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს.

„ჩვენო საყვარელო დედიკოებო, გილოცავთ დედის დღეს და 8 მარტს! ბედნიერ და მშვიდ გაზაფხულს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203