
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პროექტები და ღონისძიებები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში, X-XI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობითა და ბიოლოგიის მასწავლებელ ფლორა ბაქრაძის ხელმძღვანელობით, პროექტი „ბუნებრივი კატასტროფები“ განხორციელდა.
აღნიშნული თემის შესახებ X-XI კლასის მოსწავლეებმა: ნანა ნიკოლიშვილმა, ნინო გოდიშვილმა, მარიამ ალიბეგაშვილმა, სოფო ნონიაშვილმა, ანი ფილიამ, შალვა ეკალაძემ და გაბრიელ სიხარულიძემ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. მათ ისაუბრეს ბუნებრივი მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე და აღნიშნეს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: