„ასე უყვარდათ, ჩვენც გვიყვარდეს“ - კინჩხის საჯარო სკოლაში ხუთი საგნის ინტეგრირებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა 
19-03-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ასწავლიან.

„სიყვარულის თემა ყოველთვის აქტუალურია და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ , -აღნიშნავენ სკოლაში.

სწორედ სიყვარულს მიეძღვნა კინჩხის საჯარო სკოლაში სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიება. მსგავსი შეხვედრების ჩატარება, სკოლაში, უკვე ტრადიციადაა ქცეული.

„გვიხარია, რომ ერთგვარ ტრადიციად იქცა მსგავსი შეხვედრების ჩატარება, რომლებშიც აქტიურად ერთვებიან მოსწავლეები, პედაგოგები, სკოლის თანამშრომლები და თემის წარმომადგენლები“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ამჯერად სასწავლო პროექტის თემით - „ასე უყვარდათ, ჩვენც გვიყვარდეს...“ ღონისძიება საგნების: ქართულის, ინგლისურის, რუსულის, ი.ს.ტ, ხელოვნების ინტეგრირებით მოეწყო. ღონისძიებაზე გაჟღერდა შოთა რუსთაველის უკვდავი სტრიქონები „ვეფხისტყაოსნიდან“, შექსპირის სონეტები, პუშკინის ლექსები სიყვარულზე, დედნისეულ ენაზე და მათი ქართველი პოეტების თარგმანი. 

სახალისო იყო ორ გუნდად გაყოფილ მონაწილეებისთვის ორგანიზატორების: ირინე ჯანელიძისა და  ფიქრია ცნობილაძის მომზადებული აქტივობების შესრულება.

„ყველას მოეწონა გაჟღერებული ინფორმაცია და მოსწავლეებთან ერთად შესრულებული ილუსტრაციები“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ეს დღე დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო უნარებს უვითარებს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203