თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა π რიცხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
19-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  საინტერესოდ წარადგინეს მათემატიკური მუდმივას  π რიცხვის შესახებ  ჩატარებული კვლევების მოკლე მიმოხილვა, აჩვენეს როგორ მიიღეს π რიცხვი ( იგი მიიღება წრეწირის სიგრძის გაყოფით მისსავე დიამეტრზე,  π  3,14), ასევე ისაუბრეს მისი მუდმივობისა და გამოყენების შესახებ.

ბავშვებმა გაკვეთილზე აღნიშნეს, რომ „პი“ რიცხვის π ასოთი აღნიშვნა პირველად გამოიყენა ინგლისელმა მათემატიკოსმა ჯონსონმა, ხოლო საყოველთაოდ მიიღეს 1737 წელს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს მოაწყვეს სხვადასხვა მასალებისგან დამზადებული ნაკეთობების და ნახატების გამოფენა, ასევე წაიკითხეს ლექსები π რიცხვზე.

აქტივობები ძალიან საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

14 მარტი π რიცხვის საერთაშორისო დღეა. ეს დღესასწაული ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ შემოიღო 1987 წელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203