ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში ცოდნა გამოავლინეს
28-05-2018
ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშის - „რა სად როდის“ რაიონულ შეჯიბრში იასპარეზეს. ერთმანეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები შერკინენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდები თამაშში მონდომებით ჩაერთვნენ და საკუთარი ცოდნის გამოვლენა შეძლეს.