ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
სკოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბიბლიოთეკას, სადაც სხვადასხვა ჟანრის წიგნია დაცული. ამჯერად კი, ბიბლიოთეკას საბავშვო წიგნების კრებული შეემატა, რომელიც სკოლას „სულაკაურის“ გამომცემლობამ აჩუქა.
ამ ფაქტით სასკოლო საზოგადოებამ ძალიან გაიხარა, ეს მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო იქნება.
„ძალიან გვახარებს ყურადღება და ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს შეეძლებათ წიგნიერების დონე ახალი და საინტერესო ნაწარმოებებით აიმაღლონ. დიდ მადლობას ვუხდით „სულაკაურის“ გამომცემლობას, ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: