კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის წევრებმა, საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, პირველი აქტივობა დაგეგმეს
19-03-2024
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავი ფაქტია, რომ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ანა პაპაშვილმა, „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „მოსწავლეთა უსაფრთხოება სკოლის გარეთ“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და თვითმმართველობამ მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულ პროექტის ფარგლებში, პირველი აქტივობა - ბლოგის შექმნა დაგეგმეს, რომელზეც კლუბის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა აიტვირთება.

„ბლოგის შექმნის მიზანია ლინკის განთავსება სკოლის, სამოქალაქო კლუბისა და სკოლის თვითმმართველობის გვერდზე, რათა სხვა მოსწავლეებისთვისაც იყოს ინფორმაცია ხელმისაწვდომი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203