კოდის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის - ეკეტერინე ოქროპირიძის შექმნილი ლოგო საერთაშორისო კონკურსზე გაიგზავნება
19-03-2024
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის 6 მოსწავლე და უცხოური ენების კათედრის ხელძღვანელი, ინგლისური ენის პედაგოგი - ოლღა მეტრეველი E-twinning-ის საერთაშორისო პროექტში - Peer Bullying/Peer Courtesy, ჩაერთნენ.

ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ ამ პროექტში, მსოფლიოს მასშტაბით, 4 ქვეყანა - საქართველო, თურქეთი, ხორვატია და იტალიაა ჩართული. პროექტის I ეტაპზე რამდენიმე ნიმუშიდან, მე-8 კლასის მოსწავლის - ეკეტერინე ოქროპირიძის შექმნილი ლოგო შეირჩა, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე გაიგზავნება.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203