ჩოხატაურის კულტურის ცენტრის დირექტორი - თამარ კეკელიძე, რეგიონში კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჯილდოზეა წარდგენილი
19-03-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თითოეული თანამშრომელი საზოგადოების წევრთა ნიჭის წარმოჩენაზე, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ზრუნავს. ცენტრის წარმატება მისი პროფესიონალი დირექტორის - თამარ კეკელიძის დიდი დამსახურებაცაა. 

მისი ხელმძღვანელობით, არაერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელებულა. ამჯერად, თამარ კეკელიძე საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე - „პერსონა 2024“, რეგიონში კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვისაა წარდგენილი.

როგორც გვიყვებიან, თამარ კეკელიძე 1973 წლის 8 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაიბადა. 1990 წელს დაამთავრა ჩოხატაურის აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის N1 საშუალო სკოლა, შემდეგ, 1996 წელს ქალაქ თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში - მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელად, კულტურის განყოფილებაში - სპეციალისტად. 2005 წელს დაინიშნა გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს კულტურის ცენტრის დირექტორად. ის „შალომ კლუბ“ გურიას წევრი გახლავთ. წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯილდო და სამადლობელი წერილი მიუღია. ჰყავს ორი შვილი.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203