თხილნარის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა 
19-03-2024
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, შრომისმოყვარე, დაუზარელი პედაგოგებისა და მშობლების მხარდაჭერით, გაზაფხულის დღესასწაულები - დედის დღე და 8 მარტი მაღალ დონეზე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი აქტივობები გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაში ყველა განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სიტყვა წარმოთქვეს. ისინი საზეიმოდ იყვნენ გამოწყობილნი. 

სკოლაში აქტიურობისთვის პედაგოგებს - მაყვალა შერვაშიძეს, ლიანა ფერცელიძეს, დარიკო ნაკაშიძეს, დალი ვანაძეს, ასევე, ყოჩაღ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მადლობას უხდიან.

„აქტივობები საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ყველასთვის. ყველა დედას ვულოცავთ გაზაფხულის ბრწყინვალე დღესასწაულს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203