
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლამ, ირმა ხეცურიანის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცეში, სპორტულ შეჯიბრს უმასპინძლა.
შეჯიბრი, წყალტუბოს პირველობაზე, რაპირით მოფარიკავე გოგონათა შორის გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა ის მე-6 კლასის მოსწავლემ, ანა იობიძემ.
მე-2 ადგილის მფლობელი წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის მოსწავლე მარიამ ფხაკაძე გახდა.
მე-3 ადგილი, ის წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-4 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დებმა: ანასტასია და ეკატერინე გაზდელიანებმა მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისში ლ.კირკიტაძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირში.
მასწავლებელი ვლადიმერ გოქაძე გახლავთ, რომლის წვლილიც მოსწავლეთა წარმატებაში განსაკუთრებულია.
სკოლაში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ბ.ნ ვლადიმერს და ჩვენს სასახელო მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: