
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაღრმავებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლა ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ნახეს საინფორმაციო ვიდეორგოლი და იმსჯელეს რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვა, შემდეგ კი, კლასში, ძველი ნივთებისაგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
„იზრუნე გარემოზე: შეამცირე, ხელახლა მოიხმარე, გადაამუშავე!“, - ამ გზავნილით, მოსწავლეებმა საზოგადოებას მეტი ყურადღებისა და გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის, 18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა. ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების გადამუშავების შესახებ და მოგვიწოდებს ნარჩენების მართვის დანერგვისაკენ.
იხილეთ ვიდეო: