
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში.
ამჯერად, IX კლასის მოსწავლე ბადრი პეტრუზაშვილი, პედაგოგის ქეთევან ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით, ჩაერთო გარემოს დაცვითი და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში - „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის მიზანი იყო ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.
აღსანიშნავია, რომ ბადრი პეტრუზაშვილი ღირსეულად გახდა მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი.
კონკურსის გამარჯვებულები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: