
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებს კულტურულ მემკვიდრეობის მოვლას და დაცვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
ამის მაგალითია, ისიც, რომ მოსწავლეებმა სამი შატბერდული ხელნაწერის თავგადასავლის თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
„კულტურულ მემკვიდრეობას გაფრთხილება სჭირდება, მარად უნდა დავიცვათ და გვახსოვდეს ჩვენი საგანძური“ , - ეს იყო მოსწავლეთა მთავარი გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: