
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების ხელშეწყობას ჩაერთონ სხვადსხვა ტურნირში დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლა ამაყია გაგვიზიაროს მოსწავლეთა მორიგი წარმატება.
16-17 მარტს, თბილისში, გაიმართა ევრაზიის ჩემპიონატი კუნგ-ფუ სანდაში, სადაც ამბროლაურის სასპორტო სკოლის KUDO-ს გუნდმა, რომელის წევრებივ სკოლის მოსწავლეები არიან, 9 ოქროს, 6 ვერცლის მედალი და გუნდური პირველობა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გუნდის მწვრთნელი დავით დუშუაშვილი გახლავთ.
ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ: მარიამ ენუქიძე, ამიკო აბუთიძე, ავთანდილ ტყეშელაშვილი, მარიამ ლუხუტაშვილი, ლიზი ჩიტიძე, ალექსანდრე დუშუაშვილი, ანჟელა მომცელიძე, გიორგი მომცელიძე, ლუკა ნასარიძე, ირაკლი ღოღელიანი, ბარბარე ბათხაძე, ანდრია დავითულიანი, მიშიკო მეტონიძე, დათო გოქაძე და ვასილ დვალაძე.
სკოლაში სასპორტო სკოლის გუნდს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატებას ეხმიანება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაც, მათ გამარჯვებას ულოცავს და,კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტო: