„ჩემი მისამართი ევროკავშირი“ - საინტერესო პროექტ-გაკვეთილი​ საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში
19-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში პროექტული სწავლების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „ჩვენი მისამართი „ევროკავშირი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, მისი წევრი სახელმწიფოების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც შემდგომ ერთმანეთს გაუზიარეს.

​მოსწავლეებმა ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე საინტერესოდ ისაუბრეს და მათი საერთო ევროპული ფასეულობების შესახებ იმსჯელეს.

ეს დღე ძალიან ინფორმაციული იყო. მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203