
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეები: ვახტანგ ბახუტაშვილი, ლუკა ხაჭაპურიძე, ლიკა ლიპარტელიანი, ეთერ მენთეშაშვილი, ციკო დევდარიანი და გიორგი ლობჟანიძე, ინტელექტუალური თამაშში - „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ მონაწილეობდნენ.
თამაში 16 მარტს, ხაიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა.
მარაბდის სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში, საპრიზო, მე-3 ადგილი მოიპოვეს.
სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ულოცავენ გუნდს ამ გამარჯვებას და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: