ფერიის საჯარო სკოლის ფიზიკის უფროსი მასწავლებელი თამარ გოგოლაძე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში ერთკვირიან სტაჟირებაზე გაემგზავრა
19-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი სხვადასხვა პროექტსა და აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, საიდანაც მიღებულ გამოცდილებას თავიანთ მოსწავლეებს უზიარებენ. 

სკოლის ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია ფიზიკის უფროსი პედაგოგი თამარ გოგოლაძე. მისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, ამიტომ, ბავშვებს კომპიუტერულ ოთახში საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობს.

სკოლაში, ამჯერად, პედაგოგის წარმატებით ხარობენ.

ის, ახალი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აჭარის განათლების ფონდის მხარდაჭერით, ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, (GERN Organisation Europѐenne pour Ia Recherche Nuclѐaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გაემგზავრა.

მას სკოლაში წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„წინ, ბედნიერი და საინტერესო დღეები გელოდება, თამარ, გილოცავთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203