
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ისინი საქართველოში, ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ პროექტში - Harbware Startup incubator 2.0, მონაწილეობდნენ.
პროექტი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიზნად ისახავს Hardware სტარტაპების განვითარებასა და ამ მიმართულებით რეგიონებში ცოდნის გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ გუნდებმა ზუგდიდიდან, ბათუმიდან და ოზურგეთიდან წარადგინეს პროექტის DEMO ვერსია.
ხოლო, ფერიის საჯარო სკოლიდან ფიზიკის მასწავლებლის - თამარ გოგოლაძისა და სკოლის მოსწავლეების: თამუნა წინწკალაძის, თეა ხარაბაძისა და ლიზი შანთაძის წარდგენილი პროექტი ALL EYES ფინალში გადავიდა.
მათი წარმატებით სკოლაში ხარობენ და მომავალში კვლავ წინსვლას უსურვებენ.