ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია 
19-03-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლები, მოსწავლეთა დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებას სხვადასხვა აქტივობით ცდილობენ.

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქიმიის მასწავლებელ დოდო ჭოტორლიშვილთან ერთად, კომპლექსური დავალება თემაზე: „მძიმე მეტალები“ პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

პრეზენტატორებმა თემასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ინფორმაციები მოიპოვეს, რომლებიც კლასში წარადგინეს. მათ ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მეტალების გაუკონტროლებელმა გამოყენებამ მძიმე შედეგები შეიძლება მოუტანოს არა მარტო გარემოს, არამედ ადამიანების ჯამრთელობას.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა, ინფორმაცია და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203