
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მე-11 და მე-10 კლასების ინტეგრირებით, საინტერესო პროექტი - „ძველი თბილისი“, განხორციელდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებმა აღნიშნული თემის ირგვლივ არაერთ მათთვის უცნობ ფაქტს გაეცნენ, მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები და კლასელებს გაუზიარეს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი რესურსებიც შექმნეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს.
იხილეთ ფოტოები: