საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის პედაგოგები საგაკვეთილო პროცესს მოსწავლეთა ინტერესებსა და სურვილებს არგებენ, ეს კი, მათ დაინტერესებასა და აქტიურობას იწვევს.
მათ შორის აღსანიშნავია ისტ-ის მრავალფეროვანი გაკვეთილები, მოსწავლეებმა კომპიუტერების გამოყენებით, გაზაფხული, დედისა და ქალთა დღეები იზეიმეს.
ბავშვებმა, ელექტრონული მისალოცი ბარათები, დეკორაციები და მრავალფეროვანი ნახატები შექმნეს, ნამუშევრებმა კი, მასწავლებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებისთვის აქტივობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა, ისინი დიდი ინტერესითა და სიამოვნებით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში.
იხილეთ ფოტოები: