„ადამიანი და ცხოველი“- ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპლექსური დავალების შთამბეჭდავი პრეზენტაცია 
19-03-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის IV კლასში, კომპლექსური დავალების - „ადამიანი და ცხოველი“, პრეზენტაცია გაიმართა. 

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლისას, ტარიელ ხავთასის მოთხრობის - „მოხუცი და ბროლია“, მიხედვით და მასწავლებლის ნ.ცინცაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით, მოსწავლეებმა მოირგეს მთავარი პერსონაჟის - „კეთილი მოხუცის“, როლი, წარდგნენ კლასის წინაშე და ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე პერსონაჟის პირით უპასუხეს თანაკლასელების შეკითხვებს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები თავისუფლად, გარკვევით პასუხობდნენ თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს და ყურადღებას ამახვილებდნენ მთავარ საკითხებზე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203