
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის დირექტორი ლერი სილაგაძე თანამშრომლების განწყობაზე, მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნასა და წახალისებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს.
ამის დასტურია, დაუვიწყარი სიურპრიზი, რომელიც დირექტორმა, ქალბატონ პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოუწყო.
დირექტორმა, პედაგოგები დაასაჩუქრა, დღესასწაული საუკეთესო სურვილებითა და დიდი პატივისცემით მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.
ქალბატონებისთვის სიურპრიზი დასამახსოვრებელი და ძალიან სასიამოვნო იყო, ისინი მადლობას უხდიან დირექტორს მოულოდნელი საჩუქრისა და დაფასებისთვის.
იხილეთ ფოტოები: