
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში განხორციელდა პროექტი - „ნარჩენების მართვა“, რომელმაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები, გეოგრაფია/მოქალაქეობის მასწავლებლის, ლალი ოგნაძის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა იმსჯელეს საკითხის ირგვლივ, აიმაღლეს ცნობიერება, მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია, მოამზადეს პრეზენტაცია და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეები მიაჩვიონ გარემოზე ზრუნვას, გააზრებინონ თუ რამდენად ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის დაუდევრობას.
იხილეთ პრეზენტაცია.