ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა თოჯინები დაამზადეს
19-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის გახალისებასა და საინტერესო გაკვეთილების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

II კლასი მოსწავლეები გაეცნენ პროგრამით გათვალისწინებულ საინტერესო თემას, სადაც მოთხრობილი იყო თუ როგორ ამზადებდა ბავშვი თოჯინას, შემდეგ კი, გამოთქვეს სურვილი თავადაც დაემზადებინათ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობაში მშობლებიც ჩაერთნენ, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და გადაწყვიტეს საკლასო სივრცეშიც, კლასელებთან ერთად დაემზადებინათ თოჯინები.

პროცესი საინტერესოდ წარიმართა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა განივითარეს შემოქმედებითი უნარები და ხელის ნატიფი მოტორიკა.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხელსაქმე ეხმარება ადამიანებს ემოციების მართვასა და რეგულაციაში - სწორედ ამ მოტივით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია აბულაძემ მოსწავლეები ჩართო აქტივობაში და მათი დიდი ინტერესი გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203