რცხმელურის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
19-03-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია. 

ამის დასტურია სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები, რომლებიც სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

ახალგაზრდებს მედლები სკოლაში, საზეიმოდ გადაეცათ. სასკოლო საზოგადოებამ მათ, მიღწეული შედეგი მიულოცა და წინსვლა უსურვა. 

მასწავლებლებმა წარმატებები უსურვეს მათ ყოფილ მოსწავლეებს, გაიხსენეს მათი მოსწავლეობის პერიოდი და ერთმანეთ დიდი პატივისცემით ესაუბრნენ. 

დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203