ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინებით სპექტაკლი გამართეს
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების, საინტერესო აქტივობებით გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დახმარებით, შექმნეს/შეკერეს თოჯინები და თოჯინური სპექტაკლი - „წითელქუდა“ მოაწყვეს.
მოსწავლეებმა თავიანთი სამსახიობო ოსტატობა და შემოქმედებითი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ გამოყენებული ხელნაკეთი თოჯინები და დეკორაციები, მოსწავლეებმა შექმნეს.
წარმოდგენა ძალიან სანახაობრივი და სახალისო იყო მოსწვალეებისთვის, ისინი დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ სამუშაო პროცესში და ცდილობდნენ დამსწრეთათვის საინტერესო წარმოდგენის გამართვას.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: