მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
19-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციას ამაღლებს.

აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

მრავალფეროვნად მორთულ გარემოში, საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, საინტერესო ნომრები შეასრულეს, დედებსა და საყვარელ პედაგოგებს დღესასწაული მიულოცეს და ყოველივე საუკეთესო უსურვეს. 

სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა და მათ განწყობაზე ზრუნვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203