უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხელით მოხატულ-მოჩუქურთმებული ბარათები და დაუვიწყარი საჩუქარი პედაგოგებს  
19-03-2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს ქმნიან და მათ ემოციების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევენ. 

ამჯერად, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა დედისა და ქალთა დღეები და მათში მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა, თავიანთი ხელებით შექმნეს მისალოცი ბარათები, ემოციური წერილები დაწერეს და საჩუქრად პედაგოგებს გადასცეს. 

მოსწავლეებმა, მასწავლებლებს დიდი სიყვარულით მიულოცეს დღესასწაულები და მათ ყოველივე საუკეთესო უსურვეს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა, რათა უხაროდეთ სკოლაში მისვლა და იყვნენ მეტად მოტივირებულნი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203