ფოთის N7 საჯარო სკოლაში ტრადიციულად, წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა
19-03-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას ახალისებენ და მათ აძლევენ მოტივაციას გახდნენ მეტად აქტიურები. 

სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა წარმატებული მოსწავლეების საზეიმოდ დაჯილდოვება - ახალი სასწავლო კვირაც, ასე, ამაღლებული განწყობით დაიწყო. 

სკოლის აქტიურ მოსწავლეებს, რომლებიც სხვადასხვა შეჯიბრსა თუ კონკურსში წარმატებით მონაწილეობდნენ და გამარჯვებას აღწევდნენ, სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნა და მათი წახალისება, რაც შეიძლება მეტ ინიციატივას შეუერთდნენ, საზეიმო დაჯილდოვებით კი, მათ უმაღლდებათ მოტივაცია და მეტად ცდილობენ, სასკოლო საზოგადოების იმედების გამართლებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203